რა არის Beef Max კონცენტრატი?
სახორცე პირუტყვის (გრანულირებული) კონცენტრატი. იგი დამზადებულია ნუტრიმაქსის მიერ, როგორც სპეციალური საკვებდანამატი სახორცე პირუტყვის მრთელმარცვლიანი სიმინდით კვებისთვის და შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელი პირუტყვის გამოზრდასა და მაქსიმალური დღიური წონამატის მიღებას.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
კონცენტრატით და მრთელმარცვლიანი სიმინდით პირუტყვის გამოზრდისას მნიშვნელოვანია გარდამავალი და გამოზრდის პერიოდების სწორი მართვა!
- 1-ელი ეტაპი: ახალ საკვებთან შეჩვევის პერიოდი
გარდამავალი პერიოდის დანიშნულებაა ცხოველის შეგუება ახალ საკვებთან. გარდამავალი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია კვების ტექნოლოგიაში და გრძელდება 15-20 დღის განმავლობაში, მოიცავს სამ ეტაპს და გულისხმობს თივის ეტაპობრივად ჩანაცვლებას მრთელმარცვლიანი სიმინდითა და კონცენტრატით (გარდამავალი პერიოდის სამი ეტაპი მოცემულია ცხრილის სახით)
| ეტაპი | დღე | სიმინდი და კონცენტრატი | თივა (კგ) |
| დილით / საღამოს | |||
| 1 | 1-5 | ნებაზე* | 2 / 2 |
| 2 | 6-10 | ნებაზე* | 1 / 1 |
| 3 | 11-15 | ნებაზე* | 0.5 / 0.5 |
16 დღიდან მე-2 ეტაპზე გადასვლა
რეალიზაციამდე კონცენტრატი + მრთელმარცვლიანი სიმინდი ნებაზე
*გარდამავალ პერიოდში: სიმინდი 85% / კონცენტრატი 15 %
- მე-2 ეტაპი: სუქების პერიოდი
სუქების პერიოდი გულისხმობს კონცენტრატითა და მრთელმარცვლიანი სიმინდით პირუტყვის ნებაზე გამოკვებას გამოზრდის მთელ პერიოდში (მრთელმარცვლიანი სიმინდისა და კონცენტრატის შერევის თანაფარდობა მოცემულია ცხრილში)
| ეტაპი | ცოცხალი წონა, კგ | კონცენტრატი % | სიმინდი* |
| 1 | 70-120 | 20 | 80 |
| 2 | 120-180 | 15 | 85 |
| 3 | 180 – რეალიზაციამდე | 10 | 90 |
გაითვალისწინეთ! – მთელი გამოზრდის პერიოდში პირუტყვს უნდა ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
ყურადღება!
აღნიშნული საკვები განკუთვნილია მხოლოდ სახორცე პირუტყვისათვის!
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის ნედლეული და მათი დერივატები (მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), მარცვლეული, საკვები შარდოვანა, ვიტამინ-მინერალური დანამატი(მათ შორის სპილენძი), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, მცენარეული ექსტრაქტი, კოქციდიოსტატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 41-43% |
| ნედლი უჯრედანა | 10.6 % |
| ნედლი ცხიმი | 3.1 % |
| ენერგია | 14 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 18.9 % |
| კალციუმი | 3.5 % |
| ნატრიუმი | 2.2 % |
| ფოსფორი | 0.7 % |
| ლიზინი | 1.5 % |
| მეთიონინი | 0.46 % |
| ვიტამინი A | 39600 სე |
| ვიტამინი D | 10800 სე |
| ვიტამინი E | 360 სე |
შენახვის პირობები:
მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი. შენახვის პირობების გათვალისწინებით პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში