რა არის Beef Max გროუერი?
მეხორცული პირუტყვის მზა გრანულირებული საკვები.
Beef Max გროუერი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას მაქსიმალური დღიური წონამატის მისაღებად. მისი გამოყენება შესაძლებელია, 100-150 კგ. ცოცხალი წონიდან 200-250 კგ. ცოცხალ წონამდე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დღიური ულუფა გულისხმობს Beef Max გროუერ გრანულირებული საკვებისა და თივის გამოყენებას ცხრილში მოცემული რაოდენობის მიხედვით:
| Beef Max გროუერის გამოყენების სარეკომენდაციო ცხრილი | |||
| ცოცხალი წონა (კგ) | 100-150 | 150-200 | 200-250 |
| Beef Max გროუერი (კგ) | 2.5 | 3 | 3.5 |
| თივა (კგ) | 2.5 | 3 | 3.5 |
- პირუტყვს სჭირდება ერთი კვირა ახალ კვების მეთოდთან შესაჩვევად.
- გამოყენების პირველ დღეს 100-150 კგ. ცოცხალი წონის პირუტყვს Beef Max გროუერი მიეცით ერთი კილოგრამი და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.
- დღის გარკვეულ პერიოდში კვების შემთხვევაში (დილით და საღამოს) Beef Max გროუერის დღიური რეკომენდებული რაციონი პირუტყვს უნდა მიეწოდოს თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილით და ნახევარი – საღამოს.
- თუკი პირუტყვს მიაჩვევთ საკვების შეზღუდულად მიღებას, მნიშვნელოვანია, რომ იგი მიაწოდოთ ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს.
- უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია, პირუტყვმა დღიური რეკომენდებული რაოდენობის საკვები მიიღოს გამოყენების სარეკომენდაციო ცხრილის მიხედვით, ხოლო წყალი – ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
- შედეგის მისაღებად მეხორცულ პირუტყვს აუცილებელია, წვდომა ჰქონდეს ხმელ ბალახთან (თივა/ნამჯა), იხელმძღვანელეთ გამოყენების რეკომენდაციებით.
- სასურველია, პირუტყვს ჰქონდეს ქვამარილი (სალოკი) მთელი გამოზრდის პერიოდში ნებაზე.
ყურადღება!
აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ მეხორცული საქონლის გამოსაკვებად!
არ გამოიყენოთ Beef Max გროუერი 4 თვემდე მოზარდ ხბოებში და რძით კვების პერიოდში!
შემადგენლობა:
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ვიტამინ-მინერალური დანამატი(მათ შორის სპილენძი), საკვები შარდოვანა, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, მცენარეული ექსტრაქტი, კოქციდიოსტატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 15.7% |
| ნედლი უჯრედანა | 4.5 % |
| ნედლი ცხიმი | 3.3 % |
| ენერგია | 15.9 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 5.1 % |
| კალციუმი | 0.75 % |
| ნატრიუმი | 0.3 % |
| ფოსფორი | 0.7 % |
| ლიზინი | 0.4 % |
| მეთიონინი | 0.24 % |
| ვიტამინი A | 8800 სე |
| ვიტამინი D | 2400 სე |
| ვიტამინი E | 80 სე |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.