რა არის ხბოს სტარტერი?
ხბოს სტარტი არის მზა (გრანულირებული) საკვები ხბოებისთვის, რომელიც დამზადებულია საქართველოში ნუტრიმაქსის მიერ. ხბოს სტარტი მორგებულია სპეციალურად საქართველოს პირობებს ხბოების ეფექტურად გამოსაზრდელად. იგი გამოიყენება ხბოების გამოზრდის განსაკუთრებულად კრიტიკულ პერიოდში – ორი თვიდან ოთხ თვემდე – სწორედ მაშინ, როდესაც ხბოს უყალიბდება ფაშვი და ხდება რძისგან ასხლეტვა.
ხბოს სტარტი განკუთვნილია როგორც მერძეული მიმართულების, ისე მეხორცული მიმართულების ხბოების გამოსაზრდელად. კვების ტექნოლოგია ორივე შემთხვევისთვის მსგავსია.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
- რეკომენდებულია ხბოს სტარტის ფაზაზე გადასვლა მოახდინოთ ხბოს პრესტარტერის ფაზის შემდგომ.
- გამოყენების პირველ დღეს ხბოს სტარტი ხბოს აჭამეთ ერთი კილოგრამი და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.
- ხბოს სტარტი გამოიყენება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე (აუცილებელია ფაშვის მოცულობის უზრუნველსაყოფად და ჩამოსაყალიბებლად)
- წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ხბოს გამოსაზრდელად, რომელიც ხბოს მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
- ხბოს სტარტს ხბო მოიხმარს ორი თვიდან ოთხ თვემდე დაახლოებით 40-50 კგ. საკვებს.
- ყურადღება! – საკვები განკუთვნილია მხოლოდ ხბოებისთვის!
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ვიტამინ-მინერალური დანამატი(მათ შორის სპილენძი), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 17% |
| ნედლი უჯრედანა | 6.6 % |
| ნედლი ცხიმი | 4.5 % |
| ენერგია | 16.3 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 6.6 % |
| კალციუმი | 1.2 % |
| ნატრიუმი | 0.3 % |
| ფოსფორი | 0.58 % |
| ლიზინი | 0.62 % |
| მეთიონინი | 0.37 % |
| ვიტამინი A | 12000 სე |
| ვიტამინი D | 3500 სე |
| ვიტამინი E | 25 სე |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.