რა არის Milk Max?
Milk Max არის მეწველი ფურის მზა (გრანულირებული) საკვები, რომლის სპეციალური ფორმულა მორგებულია საქართველოს პირობებისთვის ჩვეულ თივით კვების მეთოდს და გამოიყენება საშუალო დღიური მონაწველის მაქსიმალურად გასაზრდელად.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
| Milk Max გამოყენების სარეკომენდაციო ცხრილი | ||
| პოტენციური პროდუქტიულობა* ლიტრი დღეში | თივა სულზე დღეში (კგ) | Milk Max ერთ სულზე დღეში (კგ) |
| 5 | 7 | 2 |
| 10 | 7 | 4 |
| 15 | 7 | 6 |
*პოტენციური პროდუქტიულობა – ფურის შესაძლებლობა, მოიწველოს მეტი რძე დამატებითი საკვების მოხმარების შემთხვევაში
მაგალითად, თუკი ფურის დღიური მონაწველი 10 ლიტრია, უნდა გამოიყენოთ 4 კგ. Milk Max და 7 კგ. თივა/ნამჯა
გაითვალისწინეთ, რომ პირუტყვს სჭირდება ერთი კვირა ნებისმიერ ახალ საკვებთან შესაჩვევად.
- გამოყენების პირველ დღეს ფურს მიეცით 1 კგ Milk Max და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.
- თივის დღიურმა მოხმარებამ როგორც შეჩვევის, ისე შემდგომ პერიოდში, უნდა შეადგინოს 7 კგ.
- უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია, ფურს მუდმივი წვდომა ჰქონდეს სუფთა სასმელ წყალთან.
- ბაგური შენახვის პირობებში მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად Milk Max და თივით ფური სასურველია, გამოკვებოთ რაც შეიძლება ხშირად (მინიმუმ სამჯერ)
ყურადღება!
აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ფურების გამოსაკვებად.
არ გამოიყენოთ Milk Max 4 თვემდე მოზარდ ხბოებში და რძით კვების პერიოდში.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ვიტამინ-მინერალური დანამატი(მათ შორის სპილენძი), ამინომჟავები და მათი მარილები, საკვები შარდოვანა, მცენარეული ზეთი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 16% |
| ნედლი უჯრედანა | 5.5 % |
| ნედლი ცხიმი | 3.5 % |
| ენერგია | 15.7 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 4.7 % |
| კალციუმი | 0.6 % |
| ნატრიუმი | 0.25 % |
| ფოსფორი | 0.4-0.8 % |
| ლიზინი | 0.56 % |
| მეთიონინი | 0.23 % |
| ვიტამინი A | 8800 სე |
| ვიტამინი D | 2400 სე |
| ვიტამინი E | 80 სე |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.