რა არის Sprayfo Blue?
Sprayfo Blue არის პრემიუმ კლასის რძის შემცვლელი ხბოებისთვის, რომელიც წარმოებულია ჰოლანდიაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წამყვანი სპეციალისტების მიერ.
Sprayfo Blue უზრუნველყოფს ხბოს ჯანსაღ ზრდა-განვითარებას, ეხმარება ხბოს მაღალ პროდუქტიულ მცოხნავ ცხოველად ჩამოყალიბებაში.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
სიცოცხლის პირველი 3 დღე აუცილებელია, ხბო იკვებებოდეს ხსენით, ხოლო ხსენიდან Sprayfo Blue-ზე ხბო გადაიყვანეთ დაბადებიდან მე-3-4 დღეს. გაითვალისწინეთ, რომ ხბოს მუდმივად უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი სიცოცხლის პირველივე კვირიდან.
Sprayfo Blue-ს გამოყენების ცხრილი:
| ასაკი | დღეში | სხვა საკვები (+ წყალი შეუზღუდავად) |
| დღე 4-7 | 3 X 2.0 ლ | |
| კვირა 2 | 2 X 3.0 ლ | პრესტარტერი |
| კვირა 3 | 2 X 3.5 ლ | პრესტარტერი + უხეში საკვები |
| კვირა 4 | 2 X 3.5 ლ | პრესტარტერი + უხეში საკვები |
| კვირა 5 | 2 X 3.5 ლ | პრესტარტერი + უხეში საკვები |
| კვირა 6 | 2 X 3.0 ლ | პრესტარტერი + უხეში საკვები |
| კვირა 7 | 2 X 2.0 ლ | პრესტარტერი + უხეში საკვები |
| კვირა 8 | 2 X 2.0 ლ | პრესტარტერი + უხეში საკვები |
| კვირა 9 | 1 X 2.0 ლ | პრესტარტერი + უხეში საკვები |
მომზადების წესი – დოზირება (Sprayfo Blue-ს შერევა წყალში):
- სათლით კვების შემთხვევაში- 100-150 გრამი Sprayfo Blue გახსენით 1 ლ. წყალში.
- ავტომატური კვების პირობებში – 140-165 გრამი Sprayfo Blue გახსენით 1 ლ. წყალში
გაითვალისწინეთ! – გახსენით თავდაპირველად წყლის 75%-ში, რომლის ტემპერატურა იქნება 45-500 ცელსიუსი. მოურიეთ კარგად 5 წუთი და დაამატეთ წყლის დარჩენილი რაოდენობა. ხბოს მიეცით 38-400 ცელსიუსამდე შემთბარი ხსნარი.
შემადგენლობა:
Sprayfo Blue შეიცავს 0% მცენარეული წარმოშობის ნედლეულს = 0 % უჯრედანას
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი პროტეინი | 22.0% | კალციუმი (Ca) | 0.85% |
| ნედლი ზეთი/ცხიმი | 19.0% | ნატრიუმი (Na) | 0.80% |
| ნედლი ნაცარი | 9.0% | ფოსფორი (P) | 0.75% |
| ნედლი უჯრედანა | 0.0% | მაგნიუმი (Mg) | 0.15% |
| ტენი | 2.7% | რკინა (Fe) | 100 მგ/კგ |
| ლაქტოზა | 38.0% | სპილენძი (Cu) | 12 მგ/კგ |
| ლიზინი | 1.7% | ვიტამინი A | 25 000 სე |
| მეთიონინი | 0.50% | ვიტამინი D3 | 5000 სე |
| ცისტინი+მეთიონინი | 0.90% | ვიტამინი E | 200 მგ. |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 12 თვის განმავლობაში.