რა არის Pig Max გროუერ-ფინიში?
Pig Max გროუერ-ფინიში არის მზა კომბინირებული საკვები ღორებისთვის 25 კგ ცოცხალი წონიდან 110 კგ ცოცხალ წონამდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
- დაიწყეთ Pig Max გროუერ-ფინიშით კვება, როდესაც ბურვაკი მიაღწევს 25 კგ. ცოცხალ წონას და შეწყვიტეთ 110 კგ წონაზე (ნორმალური მოვლის პირობებში ბურვაკმა უნდა მიიღოს 225 კგ. Pig Max გროუერ-ფინიში). ამ პერიოდის განმავლობაში ღორს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- როცა ბურვაკი მიაღწევს 65 კგ. ცოცხალ წონას, საკვები მიეცით დოზირებულად, 2.5 – 3 კგ დღეში.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ბურვაკს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, მცენარეული ექსტრაქტი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 15.6 % |
| ნედლი უჯრედანა | 3.9 % |
| ნედლი ცხიმი | 2.7 % |
| ენერგია | 3102 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4 % |
| კალციუმი | 0.5 % |
| ნატრიუმი | 0.13 % |
| ფოსფორი | 0.5 % |
| ლიზინი | 1 % |
| მეთიონინი | 0.31 % |
| ვიტამინი A | 7600 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1520 სე/კგ |
| ვიტამინი E | 21 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.