რა არის ზარდე – სტარტი?
,,ზარდე სტარტი’’ წარმოადგენს მზა გრანულირებულ ღორის საკვებს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს გოჭის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში. იგი გათვლილია 12 კგ-დან 25 კგ- მდე ღორისთვის
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დაიწყეთ ‘”ზარდე სტარტით”’ კვება, როდესაც გოჭი მიაღწევს 12 კგ ცოცხალ წონას და შეწყვიტეთ 25 კგ. ცოცხალ წონაზე.
‘’ზარდე სტარტის’’ ფაზის საკვების გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ პრესტარტერის ფაზის საკვების შემდეგ მაღალი დღიური წონამატისა და უმჯობესი ზრდა-განვითარებისთვის.
სამი დღის განმავლობაში პრესტარტერის ფაზის საკვებში გადაურიეთ ‘’ზარდე სტარტი’’ ახალ პროდუქტთან უმჯობესი შეჩვევისთვის.
‘’ზარდე სტარტი’’ გოჭს მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
ყურადღება მიაქციეთ, რომ გოჭს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, ამინომჟავები და მათი მარილები, მიკოტოქსინების შემბოჭველი, მცენარეული ექსტრაქტი.
პროდუქტის ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 13 % |
| ნედლი უჯრედანა | 4.9 % |
| ნედლი ცხიმი | 2.5 % |
| ენერგია | 2847 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4.5 % |
| კალციუმი | 0.57 % |
| ნატრიუმი | 0.2 % |
| ფოსფორი | 0.5 % |
| ლიზინი | 0.9 % |
| მეთიონინი | 0.3 % |
| ვიტამინი A | 9000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1800 სე/კგ |
| ვიტამინი E | 22 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.