რა არის Pig Max გროუერი 25%-იანი კონცენტრატი?
Pig Max გროუერი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად. იგი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე, მდგომარეობაზე და გამოიყენება 25კგ ცოცხალი წონიდან 65კგ ცოცხალ წონამდე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დაიწყეთ მომზადებული ‘’გროუერის’’ მიცემა, როდესაც ბურვაკი მიაღწევს 25 კგ. ცოცხალ წონას და შეწყვიტეთ 65 კგ. წონაზე (ამ პერიოდში ნორმალური მოვლის პირობებში ბურვაკმა უნდა მოიხმაროს დაახლოებით 80 კგ. ‘’გროუერი’’)
ბურვაკს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე
ყურადღება მიაქციეთ, რომ ბურვაკს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი.
მზა საკვების ‘’გროუერის’’ დასამზადებლად 25 კგ. ‘’Pig Max გროუერის’’ კონცენტრატი გადაურიეთ 75 კგ. მაღალი ხარისხის მარცვლეულთან (ხორბალი, ქერი, სიმინდი)
სარეკომენდაციო რაციონები:
| რაციონი I | რაციონი II | რაციონი III | რაციონი IV | |
| კონცენტრატი 25% ‘’Pig Max გროუერი’’ | 25% | 25% | 25% | 25% |
| სიმინდი | 25% | 25% | 25% | 35% |
| ხორბალი | 25% | 50% | 10% | |
| ქერი | 25% | 50% | 10% | |
| ქატო | 20% |
ყურადღება მიაქციეთ, რომ მარცვლეული უნდა დაიფქვას წვრილად და კონცენტრატთან კარგად გადაერიოს.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის, სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, ვიტამინ-მინერალური დანამატი, დიკალციუმ ფოსფატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 39 % |
| ნედლი უჯრედანა | 6.2 % |
| ნედლი ცხიმი | 2.5 % |
| ენერგია | 3017 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 13.4 % |
| კალციუმი | 2.5 % |
| ნატრიუმი | 0.95 % |
| ფოსფორი | 1.1 % |
| ლიზინი | 3 % |
| მეთიონინი | 0.6 % |
| ვიტამინი A | 30400 სე/კგ |
| ვიტამინი D | 6080 სე/კგ |
| ვიტამინი E | 81 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.