რა არის Pig Max მაკე ღორი – მზა საკვები ღორისთვის?
Pig Max მაკე ღორის საკვები არის მზა კომბინირებული საკვები მაკე ნეზვებისთვის, განაყოფიერებიდან გოჭების დაყრამდე პერიოდში.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დაიწყეთ „Pig Max მაკე ღორით“ კვება განაყოფიერებიდან პირველივე დღეებში.
მიეცით ‘’Pig Max მაკე ღორი’’ დოზირებულად შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| მაკეობის დღეები: | 1-60 | 61-108 | 109-111 | 112 | 114 | 115* |
| ‘’Pig Max მაკე ღორი“ კგ-ში | 2.5 | 3 | 2.8 | 2.2 | 1 | 0.5 |
*გოჭების დაყრის დღე
ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი.
მაკე ღორს საკვები მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე
შემადგენლობა:
მარცვლეული,მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ვიტამინ-მინერალური დანამატი, მცენარეული ზეთი, ამინომჟავები და მათი მარილები, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასითებლები:
| ნედლი ცილა | 14 % |
| ნედლი უჯრედანა | 5.3 % |
| ნედლი ცხიმი | 2.8 % |
| ენერგია | 3003 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4.6 % |
| კალციუმი | 0.74 % |
| ნატრიუმი | 0.14 % |
| ფოსფორი | 0.5 % |
| ლიზინი | 0.75 % |
| მეთიონინი | 0.3 % |
| ვიტამინი A | 10000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 2000 სე/კგ |
| ვიტამინი E | 25 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.