რა არის BROILER MAX PREMIUM გროუერ-ფინიში 30% -იანი კონცენტრატი?
BROILER MAX PREMIUM გროუერ-ფინიში 30%-იანი კონცენტრატი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელი ბროილერის გამოზრდას, აუმჯობესებს ფრინველის დღიურ წონამატსა და პროდუქტიულობას.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
30%-იანი კონცენტრატი კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით:
| ასაკი | სიმინდი დაღერღილი | “Broiler Max Premium გროუერ-ფინიში 30%-იანი კონცენტრატი” |
| გროუერი (15-25 დღე) | 67% | 33% |
| ფინიში (>25 დღე) | 70% | 30% |
- სასურველია, რომ 1-დან მე-7 დღის ჩათვლით წიწილი იკვებებოდეს პრესტარტერით, რომლის გამოყენებით ბროილერის წიწილი 7 დღის განმავლობაში აღწევს მინიმუმ 170 გრამს.
- ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
გაფრთხილება: სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საფრინველის ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილი, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი, დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, მცენარეული ზეთი, ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, მჟავიანობის რეგულატორი, საღებავები, მიკოტოქსინების შემბოჭველი, კოკციდიოსტატი
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 40-43% |
| ნედლი უჯრედანა | 5-6% |
| ნედლი ცხიმი | 4.3% |
| ენერგია | 2100-2380 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 13% |
| კალციუმი | 2,5% |
| ნატრიუმი | 0.5% |
| ფოსფორი | 1.2% |
| ლიზინი | 3.1% |
| მეთიონინი | 1.3% |
| ვიტამინი A | 28500-30000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 8310 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.