რა არის Broiler Max 30%-იანი კონცენტრატი?
“Broiler Max 30%-იანი კონცენტრატი“ არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროტეინოვანი კონცენტრატი.
იგი გამოიყენება როგორც უნივერსალური საკვებდანამატი ბროილერის სტარტის, გროუერის და ფინიშის რაციონების დასამზადებლად, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით ფრინველის მაქსიმალურ წონამატს.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
“Broiler Max 30%-იანი კონცენტრატი“ კომბინირებული საკვების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი ჩართულობით.
| ასაკი | დაღერღილი სიმინდი % | “Broiler Max 30 %-იანი კონცენტრატი“ |
| სტარტი (0-15 დღე) | 64% | 36% |
| გროუერი (15-25 დღე) | 67% | 33% |
| ფინიში (>25 დღე) | 70% | 30% |
- სასურველია, რომ პირველივე დღიდან მე-7 დღის ჩათვლით წიწილი იკვებებოდეს ‘’წიწილის პრესტარტერით’’, რომლის გამოყენებით ბროილერის წიწილი 7 დღის განმავლობაში აღწევს დაახლოებით 170 გრამს.
- ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
გაფრთხილება: სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილი, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი, რომელიც დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), დიკალციუმ ფოსფატი(ცხოველური წარმოშობის), ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, მცენარეული ზეთი, მჟავიანობის რეგულატორი, საღებავები, კოკციდიოსტატი
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 39-41% |
| ნედლი უჯრედანა | 6% |
| ნედლი ცხიმი | 1.5% |
| ენერგია | 2130 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 13% |
| კალციუმი | 2.4% |
| ნატრიუმი | 0.47% |
| ფოსფორი | 1.1% |
| ლიზინი | 3% |
| მეთიონინი | 1.28% |
| ვიტამინი A | 28500 სე/კგ |
| ვიტამინი D | 8312 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.