რა არის Broiler Max ფინიში?
Broiler Max ფინიში არის მზა (ფხვიერი) საკვები, რომელიც ეძლევა ბროილერს 25-ე დღიდან დაკვლამდე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
სასურველია, რომ 1-დან მე-7 დღის ჩათვლით წიწილა იკვებებოდეს პრესტარტერით, რომლის გამოყენებით 7 დღის განმავლობაში ბროილერის წიწილი მიაღწევს 170 გრამს. 7-დან მე-15 დღემდე წიწილი მოიხმარს 500 გრამ „Broiler Max სტარტს.“ 15-დან 25-ე დღემდე ბროილერი მოიხმარს 1200 გრამ ‘’Broiler Max გროუერს“. 25-ე დღიდან დაკვლამდე ბროილერს უნდა მიეცეს ‘’Broiler Max ფინიში’’.
გაფრთხილება: სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილი, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
ფრინველი სტარტის ფაზის საკვებიდან გროუერის ფაზის საკვებზე გადაიყვანეთ მას შემდეგ, რაც მიაღწევს 550 გრამ საშუალო ცოცხალ წონას!
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი, დამზადებული გეენტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, მცენარეული ზეთი, ამინომჟავები, ვიტამინ-მინერალური დანამატი, საღებავები, მიკოტოქსინების შემბოჭველი, კოკციდიოსტატი, ორგანული მჟავები, ენზიმები.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 19% |
| ნედლი უჯრედანა | 3.2% |
| ნედლი ცხიმი | 5.9% |
| ენერგია | 2931 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4.7% |
| კალციუმი | 0.9% |
| ნატრიუმი | 0.13% |
| ფოსფორი | 0.7% |
| ლიზინი | 1.1% |
| მეთიონინი | 0.5% |
| ვიტამინი A | 9818 სე/კგ |
| ვიტამინი D | 2834 სე/კგ |
| ვიტამინი E | 33 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 თვის განმავლობაში.