რა არის ბოცვრის საკვები?
ბოცვრის საკვები წარმოადგენს მზა გრანულირებულ საკვებს ბოცვრისთვის 30-ე დღიდან დაკვლამდე. იგი დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ბოცვრის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
ბოცვერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე
მთლიანი გამოზრდის პერიოდში ბოცვერი მოიხმარს 7-8 კგ-მდე საკვებს
ბოცვრის წონა გამოზრდის დასრულებამდე შეადგენს 2.5-2.7 კგ-ს
საკვების დღიური მოხმარება დამოკიდებულია ბოცვრის ჯიშზე, წონასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გაფრთხილება:
- სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საბოცვრის ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია, ჯანმრთელი ბაჭია, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
- აუცილებელია, ბოცვერს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
- სასურველია სტარტით ბაჭიის კვება დაიწყოს 3 დღით ადრე ძუძუდან ასხლეტამდე (ასხლეტა უმჯობესია, მოხდეს სიცოცხლის 30-45-ე დღიდან)
ბაჭია ახალ საკვებზე გადაიყვანეთ ეტაპობრივად, ორივე ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 5-7 დღის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის ნედლეული და მათი დერივატები, მარცვლეული, ვიტამინ-მინერალური დანამატი, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორი, ენზიმები, მცენარეული ექსტრაქტი, კოკციდიოსტატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 17-18% |
| ნედლი უჯრედანა | 15 % |
| ნედლი ცხიმი | 2-3 % |
| ენერგია | 2280 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 7.5 % |
| კალციუმი | 0.8 % |
| ნატრიუმი | 0.2 % |
| ფოსფორი | 0.7 % |
| ლიზინი | 0.75 % |
| მეთიონინი | 0.32 % |
| ვიტამინი A | 4000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1166 სე/კგ |
| ვიტამინი E | 8 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.