რა არის მოზარდი ინდაურის საკვები?
მოზარდი ინდაურის საკვები წარმოადგენს 3.5 მმ ზომის გრანულირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება მოზარდი ინდაურის საკვებად სიცოცხლის მე-5 კვირიდან 3 თვის ასაკამდე. მოზარდი ინდაურის მზა გრანულირებული საკვები ხელს უწყობს გამოზრდის აღნიშნულ პერიოდში ინდაურის მაქსიმალურ ზრდა-განვითარებასა და წონამატს. ინდაური მე-5 კვირიდან – 3 თვის ასაკამდე მოიხმარს მოზარდი ინდაურის საკვებს მაქსიმუმ 7.5-8 კგ-ის ოდენობით და აღწევს 2-2.5 კგ ცოცხალ წონას.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
| ასაკი (კვირა | დედალი ინდაური | მამალი ინდაური |
| 5 კვირიდან – 8 კვირამდე ინდაურს საკვები მიაწოდეთ შეუზღუდავად | ||
| მე-8* | 155 | 160 |
| მე-9* | 165 | 170 |
| მე-10 | 175 | 190 |
| მე-11 | 190 | 200 |
| მე-12 | 200 | 220 *შეზღუდულად |
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი ჭუკი და მოზარდი, ვაქცინაცია წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
სასურველია, 5 კვირამდე ასაკის ინდაურის ჭუკისთვის გამოიყენოთ ინდაურის სტარტის ფაზის საკვები, რომელსაც ინდაურის ჭუკი პირველი 5 კვირის განმავლობაში მოიხმარს 550-600 გრამის ოდენობით და აღწევს 400-450 გრამ ცოცხალ წონას.
მოზარდი ინდაურის საკვებით ინდაური გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ ინდაურს მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.
მოზარდის ფაზის საკვებზე ჭუკი გადაიყვანეთ ეტაპობრივად, უკეთესი შეგუებისთვის ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 24.5-25% |
| ნედლი უჯრედანა | 4.3 % |
| ნედლი ცხიმი | 2.5 % |
| ენერგია | 2840 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.9 % |
| კალციუმი | 1.1 % |
| ნატრიუმი | 0.14 % |
| ფოსფორი | 0.8 % |
| ლიზინი | 1.6 % |
| მეთიონინი | 0.6 % |
| ვიტამინი A | 11000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 3208 სე/კგ |
| ვიტამინი E | 28 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.