რა არის ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში?
20 კგ-დან – რეალიზაციამდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
სახორცე ცხვარს, 20 კგ წონის მიღწევის შემდეგ მიეწოდება ‘’ცხვრის საკვები – გროუერ ფინიში’’ ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. საკვებთან ერთად ცხვარს მიეწოდება თივა ან ნამჯა მოხმარებული საკვების 20-25 % რაოდენობით.
‘’ცხვრის საკვები გროუერ ფინიშის’’ გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ ცხვრის საკვები-სტარტის ფაზის შემდგომ (20 კგ. ცოცხალი წონიდან)
‘’ცხვრის საკვები გროუერი ფინიში’’ გამოიყენება სახორცე ცხვრის გამოზრდის ბოლომდე.
35-38 კგ ცოცხალ წონამდე ცხვარს სჭირდება დაახლოებით 80 კგ ‘’ცხვრის საკვები გროუერ-ფინიში.’’
‘’ცხვრის საკვები გროუერ ფინიშის’’ გამოყენება უმჯობესია მცირე რაოდენობით, წინა და ახალი რაციონების თანდათანობით ჩანაცვლებით 5-7 დღის განმავლობაში.
‘’ცხვრის საკვები გროუერ ფინიში’’ არის სპეციალური საკვებდანამატი, რომელიც თივასთან ან ნამჯასთან რეკომენდირებული რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში წარმოადგენს სრულფასოვან დღიურ ულუფას.
წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხვრის გამოსაზრდელად, რომელიც ცხვარს მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
გაფრთხილება:
‘’ცხვრის საკვები გროუერ ფინიში’’ არ გამოიყენება ბატკნის რძით კვების პერიოდში და 19-20 კგ-მდე ცოცხალი წონის ცხვრის გამოსაკვებად.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 16-16.5% |
| ნედლი უჯრედანა | 7.4 % |
| ნედლი ცხიმი | 3.6 % |
| ენერგია | 16.1 მჯ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.2 % |
| კალციუმი | 0.8 % |
| ნატრიუმი | 0.2 % |
| ფოსფორი | 0.54 % |
| ლიზინი | 1.57 % |
| მეთიონინი | 0.31 % |
| ვიტამინი A | 6000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1750 სე/კგ |
| ვიტამინი E | 13 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.