რა არის ხბოს პრესტარტერი?
ხბოს პრესტარტერი არის მზა (გრანულირებული) საკვები ხბოებისთვის, რომელიც დამზადებულია საქართველოში ნუტრიმაქსის მიერ. პრესტარტერი გამოიყენება ხბოების გამოზრდის განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში, სიცოცხლის მე-4-5 დღიდან – ორი თვის განმავლობაში – სწორედ მაშინ, როდესაც ხბოს უყალიბდება ფაშვი. ხბოს პრესტარტერი უზრუნველყოფს ფაშვის სწორ ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.
ხბოს პრესტარტერი გამოიყენება როგორც მერძეული მიმართულების, ისე მეხორცული მიმართულების ხბოების გამოსაზრდელად – კვების ტექნოლოგია ორივე შემთხვევისთვის მსგავსია.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
ხბოს პრესტარტერის გამოყენება შესაძლებელია, დაიწყოს ხბოს სიცოცხლის მე-4-5 დღიდან – 2 თვემდე, ნებისმიერ მონაკვეთში (თანდათანობით მიჩვევის შემდეგ), პრესტარტერი ხბოს უნდა მიეწოდოს ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
ხბოს პრესტარტერი არ ანაცვლებს რძეს/რძის შემცვლელს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხბოს გამოზრდისას სიცოცხლის 60-70 დღის განმავლობაში.
უხეში საკვები (თივა ან ნამჯა) გამოიყენება ხბოს სიცოცხლის მე-3 კვირიდან და პრესტარტერის მსგავსად ხბოს მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (აუცილებელია ფაშვის მოცულობის უზრუნველსაყოფად).
წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ხბოს გამოსაზრდელად, რომელიც ხბოს მიეწოდება სიცოცხლის მე-7 დღიდან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ყურადღება!
აღნიშნული საკვები განკუთვნილია მხოლოდ ხბოებისთვის!
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები, ვიტამინ-მინერალური დანამატი(მათ შორის სპილენძი), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, მიკოტოქსინების შემბოჭველი
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 17.5% |
| ნედლი უჯრედანა | 8.8 % |
| ნედლი ცხიმი | 2.8 % |
| ენერგია | 16 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 6.7 % |
| კალციუმი | 0.8-1.2 % |
| ნატრიუმი | 0.38 % |
| ფოსფორი | 0.4-0.65 % |
| ლიზინი | 0.8 % |
| მეთიონინი | 0.33 % |
| ვიტამინი A | 20000 ს.ე. |
| ვიტამინი D | 5454 ს.ე. |
| ვიტამინი E | 181 ს.ე |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.