რა არის ინდაურის საკვები სტარტი?
‘’ინდაურის სტარტი’’ წარმოადგენს 2-მმ ზომის გრანულირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება ინდაურის ერთდღიანი ჭუკების გამოსაკვებად სიცოცხლის პირველი 5 კვირის განმავლობაში. გრანულირებული სტარტი წარმოადგენს ადვილად ათვისებად საკვებს, რომელიც ხელს უწყობს ჭუკის მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებასა და წონამატს. სტარტს ინდაურის ჭუკი 5 კვირის განმავლობაში მოიხმარს მაქსიმუმ 550-600 გრამის ოდენობით.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
| ასაკი და საკვების ფაზა | საკვების მიწოდება | პერიოდის განმავლობაში მოხმარებული საკვები | პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
| 0-5 კვირა (ინდაურის სტარტი) | შეზღუდვის გარეშე | 550-600 გრამი | 400-450 გრამი |
| 5- კვირიდან 3 თვემდე (მოზარდი ინდაურის საკვები) | შეზღუდული | 7.5-8 კგ. | 2-2.5 კგ. |
| 3 თვიდან გამოზრდის ბოლომდე (40%-იანი კონცენტრატით დამზადებული საკვები) | შეზღუდული | 17.5-18 კგ. | 6.5-7 კგ. ( სუქების დამთავრება 7-8 თვის ასაკში) |
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი ერთდღიანი ჭუკი (ცოცხალი წონა: 65-70 გრამი), ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
სტარტით ინდაურის ჭუკი გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ ჭუკს მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.
5 კვირის შემდეგ სტარტიდან მომდევნო ფაზის საკვებზე ჭუკი გადაიყვანეთ ეტაპობრივად, უკეთესი შეგუებისთვის ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 28.5-29% |
| ნედლი უჯრედანა | 3 % |
| ნედლი ცხიმი | 2.3 % |
| ენერგია | 2800 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 6.8 % |
| კალციუმი | 1.2 % |
| ნატრიუმი | 0.18 % |
| ფოსფორი | 0.87 % |
| ლიზინი | 1.8 % |
| მეთიონინი | 0.7 % |
| ვიტამინი A | 12500 სე/კგ |
| ვიტამინი D | 3645 სე/კგ |
| ვიტამინი E | 30 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.

