სოციალური პასუხისმგებლობა
გრძელვადიანი სამომავლო ხედვა
ნუტრიმაქსი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მდგრადი განვითარებისა და უკეთესი მომავლის შექმნის პროცესს.
გვჯერა, რომ ინოვაცია, პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჰარმონიულ ბალანსს ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს შორის.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა
ჩვენ ხელს ვუწყობთ ცილის ეფექტურ წარმოებას და ამავდროულად, უზრუნველვყოფთ მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას დაბალანსებული და ხელმისაწვდომი საკვები გადაწყვეტილებების მეშვეობით.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები
ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, ნუტრიმაქსი ყველა საწარმოო პროცესში ამცირებს უარყოფით ეკოლოგიურ ზეგავლენას.
ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და რესურსების დაზოგვის მიზნით ხელს ვუწყობთ ცირკულარულ ეკონომიკას.
ჩვენთვის გარემოსდაცვითი რისკების მართვა პრიორიტეტულია და ეკოეფექტურობას რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებით, ენერგიის შემცირებით და ნარჩენების მართვით ვაღწევთ.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
ნუტრიმაქსი წლების განმავლობაში აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
გარდა ამისა, ექსპერტული ცოდნის გაზიარებით ადამიანებს ვეხმარებით, სწორად იზრუნონ საკუთარ შინაურ ცხოველებზე.