რა არის მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი?
მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი არის სპეციალური საკვები დანამატი სახორცე პირუტყვისთვის. კონცენტრატი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელი პირუტყვის გამოზრდას და მაქსიმალურ დღიურ წონამატს.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
კონცენტრატით და მარცვლეულით პირუტყვის გამოზრდისას მნიშვნელოვანია გამოზრდის პერიოდების სწორი მართვა!
დღიური რაციონი გულისხმობს მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატის, ხორბლის, ქერის, სიმინდისა და თივის გამოყენებას შემდეგი თანაფარდობით:
- მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატის პროცენტული ჩართულობა რაციონში არის 25%.
- რაციონში ხორბლის, ქერის, ქატოსა და სიმინდის პროცენტული ჩართულობა არის 75%.
მაგალითად: 100 კგ. მზა საკვების დასამზადებლად 75 კგ. მარცვლეული შეურიეთ 25 კგ. მეხორცული პირუტყვის უნივერსალურ კონცენტრატს (აირჩიეთ სასურველი რაციონი მზა საკვების დასამზადებლად).
| სარეკომენდაციო რაციონები: | რაციონი I | რაციონი II | რაციონი III |
| მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი | 25% | 25% | 25% |
| სიმინდი | 25% | 25% | 35% |
| ხორბალი | 25% | – | 10% |
| ქერი | 25% | 50% | 20% |
| ქატო | – | – | 10 |
| მზა საკვების გამოყენების ცხრილი | ||||||||
| ცოცხალი წონა (კგ) | 70-100 | 100-150 | 150-200 | 200-250 | 250-300 | 300-350 | 350-400 | 400 და მეტი |
| მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი +მარცვლეული (კგ) | 2 | 2.5 | 3 | 3.5 | 4 | 4.5 | 5 | 5.5 |
| თივა (კგ) | 2 | 2.5 | 3 | 3.5 | 4 | 4.5 | 5 | 5.5 |
კვების რეკომენდაციები:
- პირუტყვს სჭირდება ერთი კვირა კვების ახალ მეთოდთან შესაჩვევად;
- გამოყენების პირველ დღეს მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატით მომზადებული მზა საკვები პირუტყვს აჭამეთ 1 კგ. და თანდათან გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.
- პირუტყვს დღის გარკვეულ პერიოდში კვების შემთხვევაში (დილით და საღამოს), მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატით მომზადებული მზა საკვების დღიური რეკომენდებული რაციონი მიეცით თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილით და ნახევარი – საღამოს.
- თუ პირუტყვს მიაჩვევთ საკვების მიღებას შეზღუდულად, მნიშვნელოვანია, რომ საკვები მიაწოდოთ დღის ერთსა და იმავე დროს.
- უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია, პირუტყვმა დღიური რეკომენდებული საკვების მოხმარებასთან ერთად წყალი მიიღოს ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
- შედეგის მიღებისთვის მეხორცულ პირუტყვს აუცილებელია, წვდომა ჰქონდეს ხმელ ბალახზე. იხელმძღვანელეთ გამოყენების ინსტრუქციებით.
- სასურველია, პირუტყვს ჰქონდეს ქვამარილი (სალოკი) მთელი გამოზრდის პერიოდში.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის ნედლეული და მათი დერივატები (მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), მარცვლეული, საკვები შარდოვანა, ვიტამინ-მინერალური დანამატი(მათ შორის სპილენძი), ამინომჟავები და მათი მარილები, კოქციდიოსტატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 41% |
| ნედლი უჯრედანა | 9.6 % |
| ნედლი ცხიმი | 1.7 % |
| ენერგია | 13.8 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 18.6 % |
| კალციუმი | 3.6 % |
| ნატრიუმი | 2.2 % |
| ფოსფორი | 0.7 % |
| ლიზინი | 1.1 % |
| მეთიონინი | 0.48 % |
| ვიტამინი A | 30000 სე |
| ვიტამინი D | 8181 სე |
| ვიტამინი E | 272 სე |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.