[mwai_chatbot id="default"]

Beef Max Universal 25% – მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი

შეფუთვა: 25 კგ.
შენახვის ვადა: პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.
სპეციალური საკვები დანამატი სახორცე პირუტყვისთვის

დღიური რაციონი გულისხმობს მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატის, ხორბლის, ქერის, სიმინდისა და თივის გამოყენებას შემდეგი თანაფარდობით:

  • მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატის პროცენტული ჩართულობა რაციონში არის 25%.
  • რაციონში ხორბლის, ქერის, ქატოსა და სიმინდის პროცენტული ჩართულობა არის 75%.

მაგალითად: 100 კგ. მზა საკვების დასამზადებლად 75 კგ. მარცვლეული შეურიეთ 25 კგ. მეხორცული პირუტყვის უნივერსალურ კონცენტრატს (აირჩიეთ სასურველი რაციონი მზა საკვების დასამზადებლად).

სარეკომენდაციო რაციონები:რაციონი Iრაციონი IIრაციონი III
მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი25%25%25%
სიმინდი25%25%35%
ხორბალი25%10%
ქერი25%50%20%
ქატო10
მზა საკვების გამოყენების ცხრილი
ცოცხალი წონა (კგ)70-100100-150150-200200-250250-300300-350350-400400 და მეტი
მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატი +მარცვლეული (კგ)22.533.544.555.5
თივა (კგ)22.533.544.555.5

კვების რეკომენდაციები:

  • პირუტყვს სჭირდება ერთი კვირა კვების ახალ მეთოდთან შესაჩვევად;
  • გამოყენების პირველ დღეს მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატით მომზადებული მზა საკვები პირუტყვს აჭამეთ 1 კგ. და თანდათან გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.
  • პირუტყვს დღის გარკვეულ პერიოდში კვების შემთხვევაში (დილით და საღამოს), მეხორცული პირუტყვის უნივერსალური კონცენტრატით მომზადებული მზა საკვების დღიური რეკომენდებული რაციონი მიეცით თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილით და ნახევარი – საღამოს.
  • თუ პირუტყვს მიაჩვევთ საკვების მიღებას შეზღუდულად, მნიშვნელოვანია, რომ საკვები მიაწოდოთ დღის ერთსა და იმავე დროს.
  • უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია, პირუტყვმა დღიური რეკომენდებული საკვების მოხმარებასთან ერთად წყალი მიიღოს ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
  • შედეგის მიღებისთვის მეხორცულ პირუტყვს აუცილებელია, წვდომა ჰქონდეს ხმელ ბალახზე. იხელმძღვანელეთ გამოყენების ინსტრუქციებით.
  • სასურველია, პირუტყვს ჰქონდეს ქვამარილი (სალოკი) მთელი გამოზრდის პერიოდში.

ხარისხობრივი მახასიათებლები:

ნედლი ცილა41%
ნედლი უჯრედანა9.6 %
ნედლი ცხიმი1.7 %
ენერგია13.8 მჯ
ნედლი ნაცარი18.6 %
კალციუმი3.6 %
ნატრიუმი2.2 %
ფოსფორი0.7 %
ლიზინი1.1 %
მეთიონინი0.48 %
ვიტამინი A30000 სე
ვიტამინი D8181 სე
ვიტამინი E272 სე
გამარჯობა, მკითხე რაც გინდა
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.