რა არის Beef Max Finish ?
Beef Max ფინიში უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას მაქსიმალური დღიური წონამატის მისაღებად. მისი გამოყენება შესაძლებელია 200-250 კგ. ცოცხალი წონიდან სარეალიზაციო (საფინიშე) 350-400 კგ. წონამდე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დღიური რაციონი გულისხმობს Beef Max ფინიშის გრანულირებული საკვებისა და თივის გამოყენებას ცხრილში მოცემული რაოდენობის მიხედვით:
| ცოცხალი წონა (კგ) | 200 | 250 | 300 | 350 | 400 კგ. და მეტი |
| Beef Max ფინიში (კგ) | 4 | 5 | 5.5 | 6 | 7 |
| თივა (კგ) | 1.5 | 2 | 2.5 | 3 | 3.5 |
- პირუტყვს სჭირდება ერთი კვირა ახალ კვების მეთოდთან შესაჩვევად.
- Beef Max ფინიშის ფაზის საკვების გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ Beef Max გროუერის შემდგომ, უკეთესი დღიური წონამატების მისაღებად. შვიდი დღის განმავლობაში წინა ფაზის საკვებში შეურიეთ Beef Max ფინიში, რათა პირუტყვი ახალ საკვებს უკეთესად შეეჩვიოს.
- გამოყენების პირველ დღეს Beef Max ფინიში პირუტყვს მიეცით ერთი კილოგრამი და თანდათანობით გაუზარდეთ დღიური ნორმა რეკომენდებულ რაოდენობამდე ერთი კვირის განმავლობაში.
- პირუტყვის დღის გარკვეულ პერიოდში კვების შემთხვევაში (დილით ან საღამოს) Beef Max ფინიშის დღიური რეკომენდებული რაციონი პირუტყვს უნდა მიეწოდოს თანაბარი რაოდენობით: ნახევარი დილით და ნახევარი – საღამოს.
- თუკი პირუტყვს მიაჩვევთ საკვების მიღებას შეზღუდულად, მნიშვნელოვანია, რომ იგი მიაწოდოთ ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს.
- უკეთესი პროდუქტიულობისთვის სასურველია, პირუტყვმა დღიური რეკომენდებული რაოდენობის საკვები მიიღოს გამოყენების სარეკომენდაციო ცხრილის მიხედვით, ხოლო წყალი ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
- მეხორცულ პირუტყვს შედეგის მისაღებად აუცილებელია, წვდომა ჰქონდეს ხმელ ბალახთან (თივა/ნამჯა). იხელმძღვანელეთ გამოყენების რეკომენდაციებით.
- სასურველია, პირუტყვს ჰქონდეს ქვამარილი (სალოკი) მთელი გამოზრდის პერიოდში ნებაზე
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), საკვები შარდოვანა, ვიტამინ-მინერალური დანამატი, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, მცენარეული ექსტრაქტი, კოქციდიოსტატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 12.2% |
| ნედლი უჯრედანა | 2.7 % |
| ნედლი ცხიმი | 3.1 % |
| ენერგია | 15.5 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 3.9 % |
| კალციუმი | 0.6 % |
| ნატრიუმი | 0.4 % |
| ფოსფორი | 0.15 % |
| ლიზინი | 0.3 % |
| მეთიონინი | 0.17 % |
| ვიტამინი A | 7700 ს.ე. |
| ვიტამინი D | 2100 ს.ე. |
| ვიტამინი E | 70 ს.ე |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.