რა არის ბატკნის პრესტარტერი?
სიცოცხლის მე-10 დღიდან 9 კგ ცოცხალ წონამდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
ბატკნის სიცოცხლის მე-10 დღიდან გამოიყენეთ ‘’ბატკნის პრესტარტერი,’’ გამოზრდის პერიოდში ბატკანს საკვები თივა/ნამჯა მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
‘’ბატკნის პრესტარტერის’’ გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ ბატკნის სიცოცხლის მე-10 დღიდან 9 კგ ცოცხალ წონამდე.
‘’ბატკნის პრესტარტერი’’ არ ანაცვლებს რძეს/რძის შემცვლელს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბატკნის გამოზრდის სიცოცხლის 60-70 დღის განმავლობაში.
‘’ბატკნის პრესტარტერს’’ ბატკანი მაქსიმუმ მოიხმარს 10 კგ-ის ოდენობით.
უხეში საკვები (თივა ან ნამჯა) გამოიყენება ბატკნის სიცოცხლის მე-2 კვირიდან და პრესტარტერის მსგავსად ბატკანს მიეწოდება ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ბატკნის გამოსაზრდელად, რომელიც ბატკანს მიეწოდება სიცოცხლის მე-7 დღიდან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
‘’ბატკნის პრესტარტერის’’ გამოყენების შემდგომ უმჯობესია, მოხდეს ცხვრის საკვების-სტარტის ფაზაზე გადასვლა, რაციონების თანდათანობით ჩანაცვლებით 5-7 დღის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 20-21% |
| ნედლი უჯრედანა | 7.7 % |
| ნედლი ცხიმი | 3.8 % |
| ენერგია | 16.8 მჯ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.6 % |
| კალციუმი | 0.8 % |
| ნატრიუმი | 0.2 % |
| ფოსფორი | 0.64 % |
| ლიზინი | 1.3 % |
| მეთიონინი | 0.36 % |
| ვიტამინი A | 6000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1750 სე/კგ |
| ვიტამინი E | 13 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.