რა არის Broiler Max – გროუერი (ეკონომი)?
Broiler Max გროუერი (ეკონომი) წარმოადგენს ეკონომიურ მზა საკვებს ბროილერისთვის, რომელიც დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე დაფუძნებით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე გამოზრდის პერიოდში: 15 დღიდან 25 დღის ჩათვლით.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
0-დან მე-15 დღემდე წიწილი მოიხმარს 630 გრამ „Broiler Max სტარტს“ (უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია, 1-დან მე-5 დღემდე წიწილამ მოიხმაროს 120 გრამი პრესტარტერი), 15-დან 25-ე დღემდე ბროილერს უნდა მიეცეს „Broiler Max (ეკონომი)“ გროუერი. 25-ე დღიდან დაკვლამდე ბროილერს უნდა მიეცეს „Broiler Max (ეკონომი)“ ფინიში.
საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
ბროილერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
გაფრთხილება: სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საფრინველის ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილი, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
ფრინველი სტარტის ფაზის საკვებიდან გროუერის ფაზის საკვებზე გადაიყვანეთ მას შემდეგ, რაც მიაღწევს 550 გრამ საშუალო ცოცხალ წონას!
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი, რომელიც დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები, მცენარეული ზეთი, ვიტამინები, მინერალები, მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ენზიმები, საღებავები, კოკციდიოსტატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 18-18.5% |
| ნედლი უჯრედანა | 3% |
| ნედლი ცხიმი | 3.4% |
| ენერგია | 3050 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4.3% |
| კალციუმი | 0.8% |
| ნატრიუმი | 0.13% |
| ფოსფორი | 0.49% |
| ლიზინი | 1.2% |
| მეთიონინი | 9500 სე/კგ |
| ვიტამინი A | 2770 სე/კგ |
| ვიტამინი D | 2774 სე/კგ |
| ვიტამინი E | 32 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.