რა არის Broiler max – სტარტი?
“Broiler Max სტარტი“ წარმოადგენს გრანულს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს წიწილის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას.
“Broiler Max სტარტი“ არის მზა საკვები 15 დღემდე ასაკის ბროილერის წიწილებისთვის.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
0-დან მე-15 დღემდე წიწილი მოიხმარს 630 გრამ „Broiler Max სტარტს“ (უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 1-ლიდან მე-5 დღემდე წიწილამ მოიხმაროს 120 გრამი პრესტარტერი). მე-15-დან 25-ე დღემდე ბროილერი მოიხმარს 1200 გრამ „Broiler Max გროუერს“. 25-ე დღიდან დაკვლამდე ბროილერს უნდა მიეცეს „Broiler Max ფინიში“.
წიწილას საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
გაფრთხილება: სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილი, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
ფრინველი სტარტის ფაზის საკვებიდან გროუერის ფაზის საკვებზე გადაიყვანეთ მას შემდეგ, რაც მიაღწევს 550 გრამ საშუალო ცოცხალ წონას!
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი, რომელიც დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, მცენარეული ზეთი, ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ენზიმები, მარილი, საღებავი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 21-23% |
| ნედლი უჯრედანა | 3% |
| ნედლი ცხიმი | 3.9% |
| ენერგია | 2980-3020 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.2% |
| კალციუმი | 1.05% |
| ნატრიუმი | 0.15% |
| ფოსფორი | 0.5% |
| ლიზინი | 1.3% |
| მეთიონინი | 0.54% |
| ვიტამინი A | 12 000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 3500 სე/კგ |
| ვიტამინი E | 40 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.