რა არის Chickywin – წიწილის პრესტარტერი?
წიწილის პრესტარტერი წარმოადგენს 2-მმ ზომის გრანულირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება წიწილების გამოსაკვებად სიცოცხლის პირველიდან – მეშვიდე დღის ჩათვლით. იგი ადვილად ათვისებადი საკვებია, რომელიც ხელს უწყობს წიწილის მაქსიმალურ პროდუქტიულობას გამოზრდის პერიოდში. პრესტარტერს წიწილა 7 დღის განმავლობაში მოიხმარს მაქსიმუმ 160 გრ. ოდენობით და აღწევს 170 გრ. ცოცხალ წონას.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
პრესტარტერი გამოიყენება წიწილების გამოჩეკვიდან მე-7 დღემდე.
პრესტარტერით წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.
პრესტარტერიდან სტარტზე წიწილა გადაიყვანეთ ეტაპობრივად, ორივე ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
დაყოვნების პერიოდი: ფრინველის დაკვლა ნებადართულია საკვების ბოლო გამოყენებიდან 6 დღის შემდეგ.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი, რომელიც დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, მცენარეული ზეთი, ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ენზიმები, საღებავი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 22-23% |
| ნედლი უჯრედანა | 2.7% |
| ნედლი ცხიმი | 3.3% |
| ენერგია | 3021 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.4% |
| კალციუმი | 1% |
| ნატრიუმი | 0.16% |
| ფოსფორი | 0.56% |
| ლიზინი | 1.5% |
| მეთიონინი | 0.61% |
| ვიტამინი A | 13440 სე/კგ |
| ვიტამინი D | 3920 სე/კგ |
| ვიტამინი E | 45 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.