რა არის ცხვრის საკვები სტარტი?
ცხვრის საკვები სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც გამოიყენება 10-კგ ცოცხალი წონიდან, 19 კგ ცოცხალ წონამდე. ცხვრის სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, უმტკივნეულო ასხლეტვისთვის.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
სახორცე ცხვარს, 10 კგ ცოცხალი წონის მიღწევის შემდეგ მიეწოდება ‘’ცხვრის საკვები-სტარტი’’ ნებაზე, ყოველგვარი დანამატების გარეშე, ხოლო თივა/ნამჯა მოხმარებული საკვების 20-25 %-ის ოდენობით.
‘’ცხვრის საკვები-სტარტის’’ გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ პრესტარტერის ფაზის შემდგომ.
‘’ცხვრის საკვები-სტარტით’’ კვება დაიწყეთ, როდესაც ცხვარი მიაღწევს 10 კგ ცოცხალ წონას და შეწყვიტეთ 19 კგ ცოცხალ წონაზე.
‘’ცხვრის საკვები-სტარტით’’ გამოკვებეთ ცხვარი მაქსიმუმ 25 კგ საკვებით.
უხეში საკვები ცხვარს მიაწოდეთ მოხმარებული საკვების 20-25% ოდენობით.
ცხვრის ასხლეტვა უმჯობესია, მოხდეს 18 კგ-დან 20 კგ ცოცხალი წონის ფარგლებში.
‘’ცხვრის საკვები-სტარტით’’ კვებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ცხვარს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი.
‘’ცხვრის საკვები-სტარტის’’ გამოყენება უმჯობესია მცირე რაოდენობით, წინა და ახალი რაციონების თანდათანობით ჩანაცვლებით 5-7 დღის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 18-19% |
| ნედლი უჯრედანა | 9.5 % |
| ნედლი ცხიმი | 4.8 % |
| ენერგია | 16.4 მჯ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.8 % |
| კალციუმი | 0.8 % |
| ნატრიუმი | 0.2 % |
| ფოსფორი | 0.64 % |
| ლიზინი | 0.64 % |
| მეთიონინი | 0.35 % |
| ვიტამინი A | 6000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1750 სე/კგ |
| ვიტამინი E | 12.5 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.