რა არის დედა ბოცვრის საკვები?
დედა ბოცვრის საკვები წარმოადგენს მზა გრანულირებულ საკვებს დედა ბოცვრისთვის, რომელიც დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას და აკმაყოფილებს დედა ბოცვრის მოთხოვნას საზრდო ნივთიერებებზე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
გამოიყენება მაკეობის პერიოდიდან ლაქტაციის პერიოდის ჩათვლით
ბოცვერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
მაკეობის პერიოდში დღეში ბოცვერი მოიხმარს 400-500 გ, ხოლო ლაქტაციის პერიოდში 200-250 გ ‘’დედა ბოცვრის საკვებს’’.
საკვების დღიური მოხმარება დამოკიდებულია ბოცვრის ჯიშზე, წონასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გაფრთხილება:
- სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საბოცვრის ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია, ჯანმრთელი ბაჭია, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
- აუცილებელია, ბოცვერს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
ნებისმიერი სხვა საკვებიდან დედა ბოცვერი სხვა საკვებზე გადაიყვანეთ ეტაპობრივად, ორივე ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 5-7 დღის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის ნედლეული და მათი დერივატები, მარცვლეული, ვიტამინ-მინერალური დანამატი, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 15.6-17% |
| ნედლი უჯრედანა | 14.5 % |
| ნედლი ცხიმი | 2.7 % |
| ენერგია | 2207 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 8.1 % |
| კალციუმი | 1.1 % |
| ნატრიუმი | 0.2 % |
| ფოსფორი | 0.65 % |
| ლიზინი | 0.87 % |
| მეთიონინი | 0.42 % |
| ვიტამინი A | 4000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1166 სე/კგ |
| ვიტამინი E | 8 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.