რა არის გროუერ-ფინიში – ღორის 15 %-იანი კონცენტრატი?
გროუერ-ფინიში არის 15%-იანი საკვებდანამატი, რომელიც გათვლილია ღორისთვის 25 კგ-დან გამოზრდის ბოლო ეტაპამდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
როცა ბურვაკი მიაღწევს 25 კგ. ცოცხალ წონას, დაიწყეთ 15 %-იანი კონცენტრატით დამზადებული ღორის გროუერ-ფინიშის ფაზის საკვების მიცემა და კვებეთ გამოზრდის დასრულებამდე.
ბურვაკს 60-65 კგ ცოცხალ წონამდე, საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
60-65 კგ ცოცხალი წონიდან კი შეზღუდულად, დღეში 3 – 3.5 კგ მზა საკვები.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
Საკვების მომზადების წესი:
| სარეკომენდაციო რაციონი | რაოდენობა / კგ (100 კილოგრამში) |
| 15 %-იანი კონცენტრატი | 150 |
| ხორბალი | 465 |
| ქერი | 335 |
| სიმინდი | 50 |
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის, სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 37.8 % |
| ნედლი უჯრედანა | 8.7 % |
| ნედლი ცხიმი | 4.3 % |
| ენერგია | 2881 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 14.6 % |
| კალციუმი | 3.5 % |
| ნატრიუმი | 0.83 % |
| ფოსფორი | 1.7 % |
| ლიზინი | 4.7 % |
| მეთიონინი | 1 % |
| ვიტამინი A | 50720 სე/კგ |
| ვიტამინი D | 10144 სე/კგ |
| ვიტამინი E | 142 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.