რა არის კონცენტრატი მეწველი ფურისთვის?
კონცენტრატი მეწველი ფურებისთვის დამზადებულია კომპანია ნუტრიმაქსის მიერ, როგორც სპეციალური საკვები დანამატი მერძეული ფურების საკვების დასამზადებლად. კონცენტარტი შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ფურების ჯანმრთელობას.
კოცენტარტი მეწველი ფურებისთვის ხელს უწყობს დღიური მონაწველის ზრდას, აუმჯობესებს რძის ხარისხსა და რძის პროდუქტის გამოსავლიანობას.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
- კონცენტრატი ერევა ფერმერის ხელთარსებულ მარცვალს (ხორბალს, ქერს, ქატოს). მისი გამოყენება შეიძლება როგორც მშრალი კვების, ისე წვნიანი საკვების გამოყენების დროს. ნებისმიერი სახის მარცვლეულს ან მარცვლეულის ნარევს შეურიეთ კონცენტრატი ქვემოთ მოცემული რაოდენობით:
| მონაწველი ლ / დღეში | კონცენტრატი კგ / დღეში |
| 5 | 0.4 |
| 10 | 0.8 |
| 15 | 1 |
- გაითვალისწინეთ! – ჯანმრთელობისთვის და მეტი პროდუქტიულობისთვის პირუტყვს უნდა ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
- მნიშვნელოვანია გარდამავალი* და გამოზრდის პერიოდების სწორი მართვა
- *გარდამავალი პერიოდის დანიშნულებაა ცხოველის შეგუება ახალ საკვებთან. გარდამავალი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია კვების ტექნოლოგიაში და გრძელდება 5-დან 10 დღის განმავლობაში. ის გულისხმობს ფურის თანდათანობით მიჩვევას ახალ საკვებთან და საკვებ დანამატთან.
- ყურადღება! – აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ მეწველი პირუტყვის გამოსაკვებად. არ გამოიყენოთ კონცენტრატი 4 თვემდე მოზარდ ხბოებში და რძით კვების პერიოდში.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის ნედლეული და მათი დერივატები (მათ შორის, სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), მარცვლეული, საკვები შარდოვანა, ვიტამინ-მინერალური დანამატი(მათ შორის სპილენძი), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 39-41% |
| ნედლი უჯრედანა | 9.3 % |
| ნედლი ცხიმი | 1.7 % |
| ენერგია | 13.7 მჯ |
| ნედლი ნაცარი | 18.6 % |
| კალციუმი | 3.5 % |
| ნატრიუმი | 2.2 % |
| ფოსფორი | 0.7 % |
| ლიზინი | 1.2 % |
| მეთიონინი | 0.44 % |
| ვიტამინი A | 39600 სე |
| ვიტამინი D | 10800 სე |
| ვიტამინი E | 77 სე |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.