რა არის მწყერის საკვები სტარტი?
მწყერის საკვები 0-დან 4 კვირამდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
გამოიყენება სიცოცხლის პირველი დღიდან, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
0-დან 4 კვირა მწყერი მოიხმარს 350-400 გრამ სტარტს
მწყერს საკვები მიეცით შეუზღუდავად, დღიური მოხმარებული საკვების რაოდენობა დამოკიდებულია მწყერის ჯიშსა და ცოცხალ წონაზე
გაფრთხილება:
მწყერისთვის საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი ფრინველი, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
აუცილებელია მწყერს მუდმივად ჰქონდეს სასმელი წყალი.
მწყერისთვის საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მარცვლეული,მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 23.5-25% |
| ნედლი უჯრედანა | 3.4 % |
| ნედლი ცხიმი | 3.9 % |
| ენერგია | 2898 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.5 % |
| კალციუმი | 1 % |
| ნატრიუმი | 0.16 % |
| ფოსფორი | 0.73 % |
| ლიზინი | 1.1 % |
| მეთიონინი | 0.48 % |
| ვიტამინი A | 12000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 3500 სე/კგ |
| ვიტამინი E | 30 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 თვის განმავლობაში.