რა არის Pig Max დედა ღორი – მზა საკვები ღორისთვის?
Pig Max დედა ღორის საკვები არის მზა კომბინირებული საკვები მოლაქტაციე ნეზვებისთვის, გოჭების დაყრის შემდგომი პერიოდისთვის, მთელი ლაქტაციის განმავლობაში.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დაიწყეთ ‘’Pig Max დედა ღორით’’ კვება გოჭების დაყრამდე 5 დღით ადრე, წინა და ახალი ფაზის საკვების ერთი-ერთზე შერევით.
| ძუძუთი კვების დღეები: | 1 | 2-5 | 6-10 | 11-28* | 29-30 |
| ‘’Pig Max დედა ღორი“ კგ-ში | 1 | 3 | 4.5 | 6.5-7 | 3 |
*ძუძუდან გოჭების ასხლეტვის დღე
- დედა ღორს საკვები მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
გაფრთხილება: ღორის დაკვლა ნებადართულია საკვების ბოლო გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ვიტამინ-მინერალური დანამატი, მცენარეული ზეთი, ამინომჟავები და მათი მარილები, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 16 % |
| ნედლი უჯრედანა | 5.5 % |
| ნედლი ცხიმი | 4.5 % |
| ენერგია | 3105 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 6.3 % |
| კალციუმი | 0.97 % |
| ნატრიუმი | 0.3 % |
| ფოსფორი | 0.7 % |
| ლიზინი | 0.9 % |
| მეთიონინი | 0.3 % |
| ვიტამინი A | 10000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 2000 სე/კგ |
| ვიტამინი E | 50 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.