რა არის Pig Max სტარტი 25%-იანი კონცენტრატი?
Pig Max სტარტი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად. იგი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე, მდგომარეობაზე და გამოიყენება 10-12 კგ. ცოცხალი წონიდან 25 კგ. ცოცხალ წონამდე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
- ‘Pig Max სტარტის’ კონცენტრატის ფაზის საკვების გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ გოჭის პრესტარტერის ფაზის საკვების შემდგომ, მაღალი დღიური წონამატისა და უმჯობესი ზრდა-განვითარებისთვის, სამი დღის განმავლობაში წინა ფაზის საკვებში გადაურიეთ ‘’Pig Max სტარტის კონცენტრატი ახალ საკვებთან უკეთესი შეჩვევისთვის.
- გოჭს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ გოჭს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი.
- ‘’Pig Max სტარტის’’ დასამზადებლად 25 კგ. ‘’Pig Max სტარტის’’ კონცენტრატი გადაურიეთ 75 კგ. მაღალი ხარისხის მარცვლეულთან (ხორბალი, ქერი, სიმინდი)
სარეკომენდაციო რაციონები:
| რაციონი I | რაციონი II | რაციონი III | რაციონი IV | |
| კონცენტრატი 25% ‘’Pig Max სტარტი’’ | 25% | 25% | 25% | 25% |
| სიმინდი | 25% | 25% | 25% | 25% |
| ხორბალი | 25% | 50% | 20% | |
| ქერი | 25% | 50% | 20% | |
| ქატო | 10% |
ყურადღება მიაქციეთ, რომ მარცვლეული უნდა დაიფქვას წვრილად და კონცენტრატთან კარგად გადაერიოს.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის, სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, ვიტამინ-მინერალური დანამატი, დიკალციუმ ფოსფატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 39 % |
| ნედლი უჯრედანა | 5.7 % |
| ნედლი ცხიმი | 1 % |
| ენერგია | 2951 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 14.5 % |
| კალციუმი | 2.2 % |
| ნატრიუმი | 1.3 % |
| ფოსფორი | 1.2 % |
| ლიზინი | 3.5 % |
| მეთიონინი | 1 % |
| ვიტამინი A | 47500 სე/კგ |
| ვიტამინი D | 9500 სე/კგ |
| ვიტამინი E | 114 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.