რა არის Pig Max უნივერსალი 25%-იანი კონცენტრატი?
Pig Max უნივერსალი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად. იგი მორგებულია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე, მდგომარეობაზე და გამოიყენება გოჭების, სასუქი ღორების და სადედე ღორების გამოსაკვებად
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
გოჭები – ძუძუდან ასხლეტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში გოჭებმა სასურველია, მიიღონ გოჭების პრესტარტერი, ხოლო ამის შემდეგ გადაიყვანეთ ‘’Pig Max კონცენტრატით’’ დამზადებულ საკვებზე და მიეცით შეუზღუდავად.
სუქებაზე მყოფი ღორი – მიეცით ‘’Pig Max კონცენტრატით’’ დამზადებული საკვები შეუზღუდავად, ხოლო როდესაც ღორის ცოცხალი წონა მიაღწევს 65 კგ-ს, გადაიყვანეთ დოზირებულ კვებაზე 2.5-3 კგ დღეში.
მაკე ღორი – მიეცით ‘’Pig Max კონცენტრატით’’ დამზადებული საკვები განაყოფიერებიდან პირველივე დღეებში დოზირებულად 2.5-3 კგ დღეში.
დედა ღორი – მიეცით ‘’Pig Max კონცენტრატით’’ დამზადებული საკვები გოჭების დაყრამდე 5 დღით ადრე, წინა და ახალი ფაზის საკვების ერთი-ერთზე შერევით.
| ძუძუთი კვების დღეები: | 1 | 2-5 | 6-10 | 11-28* | 29-30 |
| ‘’Pig Max კონცენტრატით’’ დამზადებული საკვები | 1 | 3 | 4.5 | 6.5-7 | 3 |
*ძუძუდან გოჭების ასხლეტვის დღე
ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი.
Pig Max კონცენტრატით დამზადებული საკვები ღორს (გოჭს) მიეცით მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
საკვების დამზადების წესი:
- 1 კგ. ‘’Pig Max უნივერსალის’’ კონცენტრატი გადაურიეთ 3 კგ. კარგი ხარისხის მარცვლეულთან (სიმინდი, ხორბალი, ქერი) ან ქატოსთან, თუმცა, მარცვლეულით დამზადებული საკვებით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ამინომჟავები და მათი მარილები, ვიტამინ-მინერალური დანამატი, დიკალციუმ ფოსფატი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 39.1 % |
| ნედლი უჯრედანა | 6.1 % |
| ნედლი ცხიმი | 1 % |
| ენერგია | 2982 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 14.2 % |
| კალციუმი | 2.5 % |
| ნატრიუმი | 1 % |
| ფოსფორი | 0.75 % |
| ლიზინი | 2.9 % |
| მეთიონინი | 0.6 % |
| ვიტამინი A | 30400 სე/კგ |
| ვიტამინი D | 6080 სე/კგ |
| ვიტამინი E | 76 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.