რა არის Pig Max უნივერსალი – მზა საკვები ღორისთვის?
Pig Max უნივერსალი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც გათვლილია სხვადასხვა პროდუქტიულობისა და ასაკობრივი ჯგუფის ღორებზე.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
გოჭები – ძუძუდან ასხლეტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში გოჭებმა სასურველია, მიიღონ გოჭის პრესტარტერი, ხოლო ამის შემდეგ, გადაიყვანეთ „Pig Max უნივერსალზე“ და მიეცით შეუზღუდავად.
სუქებაზე მყოფი ღორი – მიეცით „Pig Max უნივერსალი“ შეუზღუდავად, ხოლო როდესაც ღორის ცოცხალი წონა მიაღწევს 65 კგ – ს, გადაიყვანეთ დოზირებულ კვებაზე 2.5-3 კგ. დღეში.
მაკე ღორი – მიეცით „Pig Max უნივერსალი“ განაყოფიერებიდან პირველივე დღეებში დოზირებულად – 2.5- 3 კგ დღეში.
დედა ღორი – მიეცით „Pig Max უნივერსალი“ გოჭების დაყრის დღიდან (ლაქტაციის პერიოდში) დოზირებულად შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| ძუძუთი კვების დღეები: | 1 | 2-5 | 6-10 | 11-28* | 29-30 |
| ‘’Pig Max უნივერსალი“ კგ-ში | 1 | 3 | 4.5 | 6.5-7 | 3 |
*გოჭების ძუძუდან ასხლეტის დღე
ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
‘’Pig Max უნივერსალი’’ ღორს (გოჭს) მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე.
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ვიტამინ-მინერალური დანამატი, მცენარეული ზეთი, ამინომჟავები და მათი მარილები, დიკალციუმ ფოსფატი, მიკოტოქსინების შემბოჭველი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 15.4 % |
| ნედლი უჯრედანა | 4.1 % |
| ნედლი ცხიმი | 2.5 % |
| ენერგია | 2230 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4.2 % |
| კალციუმი | 0.6 % |
| ნატრიუმი | 0.14 % |
| ფოსფორი | 0.4 % |
| ლიზინი | 1 % |
| მეთიონინი | 0.3 % |
| ვიტამინი A | 7600 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1520 სე/კგ |
| ვიტამინი E | 19 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.