რა არის Piggywean პრემიუმი?
Piggywean პრემიუმი წარმოადგენს გოჭის პრესტარტერული ფაზის მზა (გრანულირებულ) საკვებს, რომელიც გამოიყენება გოჭის გამოზრდის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, ძუძუთი კვებიდან უმტკივნეულო ასხლეტისთვისა და კომბინირებულ საკვებზე გადასაყვანად.
Piggywean პრემიუმს გოჭი მოიხმარს მაქსიმუმ 5 კგ-ის ოდენობით და იმატებს 4-5 კგ ცოცხალ წონას.
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
- Piggywean პრემიუმი გამოიყენება ძუძუთი კვების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.
- Piggywean პრემიუმი გოჭს მიაწოდეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე, ერთ გოჭს მაქსიმუმ 5 კგ-ის ოდენობით.
- Piggywean პრემიუმით გოჭის კვება სასურველია, დაიწყოთ სიცოცხლის 25-ე დღიდან – 3-5 დღით ადრე ძუძუდან ასხლეტამდე (ასხლეტა უმჯობესია, მოხდეს 28-ე დღიდან).
- Piggywean პრემიუმიდან სხვა საკვებზე გოჭი გადაიყვანეთ ეტაპობრივად, ორივე ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
- Piggywean პრემიუმის ფაზის საკვების გამოყენების დროს გოჭს საკვებზე წვდომა უნდა ჰქონდეს ნებაზე.
- გოჭს გამოკვების მთელ პერიოდში წვდომა უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელ წყალზე, ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
- ფერმაში რეკომენდებულია სუფთა გამოსაზრდელი გარემო, ჰიგიენისა და სანიტარიის მოთხოვნების დაცვა.
შემადგენლობა:
მარცვლეული, ექსტრუდირებული მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის, სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), რძის ფხვნილი, ამინომჟავები და მათი მარილები, დიკალციუმ ფოსფატი, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მჟავიანობის რეგულატორი, ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, არომატიზატორი.
საკვების ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 17.5 % |
| ნედლი უჯრედანა | 2.6 % |
| ნედლი ცხიმი | 5 % |
| ენერგია | 3431 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4.7 % |
| კალციუმი | 0.6 % |
| ნატრიუმი | 0.14 % |
| ფოსფორი | 0.5 % |
| ლიზინი | 1 % |
| მეთიონინი | 0.4 % |
| ვიტამინი A | 15000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 3000 სე/კგ |
| ვიტამინი E | 316 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.