რა არის Pig Max 25% – იანი კონცენტრატი – დედა ღორი?
Pig Max დედა ღორი 25% კონცენტრატი პროტეინოვანი საკვებდანამატია, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავას და სხვა სპეციალურ დანამატებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი ღორის გამოსაზრდელად. მისი საშუალებით შესაძლებელია კომბინირებული საკვების დამზადება მოლაქტაციე ნეზვებისთვის, გოჭების დაყრის შემდგომი პერიოდისთვის მთელი ლაქტაციის განმავლობაში
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დაიწყეთ დამზადებული საკვების მიცემა გოჭების დაყრამდე 5 დღით ადრე, წინა და ახალი ფაზების საკვების ერთი-ერთზე შერევით.
დედა ღორს საკვები უნდა მიეცეს დოზირებულად შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| ძუძუთი კვების დღეები: | 1 | 2-5 | 6-10 | 11-28* | 29-30 |
| მზა საკვები კგ-ში | 1 | 3 | 4.5 | 6.5-7 | 3 |
*ძუძუდან გოჭების ასხლეტვის დღე
- დედა ღორს საკვები მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
- დედა ღორებისთვის მზა საკვების დასამზადებლად 25 კგ ‘’ Pig Max დედა ღორის კონცენტრატი 25 %’’ გადაურიეთ 75 კგ მაღალი ხარისხის მარცვლეულთან (ხორბალი, ქერი, სიმინდი)
სარეკომენდაციო რაციონი:
| რაციონი I | რაციონი II | რაციონი III | რაციონი IV | |
| კონცენტრატი 25% ‘’Pig Max დედა ღორი’’ | 25% | 25% | 25% | 25% |
| სიმინდი | 25% | 25% | 25% | 30% |
| ხორბალი | 25% | 50% | 15% | |
| ქერი | 25% | 50% | 15% | |
| ქატო | 15% |
ყურადღება მიაქციეთ, რომ მარცვლეული უნდა დაიფქვას წვრილად და კონცენტრატთან კარგად გადაერიოს.
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ვიტამინ-მინერალური დანამატი, ამინომჟავები და მათი მარილები.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 38 % |
| ნედლი უჯრედანა | 5 % |
| ნედლი ცხიმი | 1 % |
| ენერგია | 2855 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 19.5 % |
| კალციუმი | 3.7 % |
| ნატრიუმი | 1.2 % |
| ფოსფორი | 1.5 % |
| ლიზინი | 2.8 % |
| მეთიონინი | 0.6 % |
| ვიტამინი A | 39990 სე/კგ |
| ვიტამინი D | 8000 სე/კგ |
| ვიტამინი E | 200 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 4 თვის განმავლობაში.