რა არის სანდო გროუერ ფინიში?
ღორის გრანულირებული მზა, საკვები
ღორის წონა: 25 კგ-დან დაკვლამდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
- დაიწყეთ სანდო გროუერ-ფინიშით კვება, როდესაც ბურვაკი მიაღწევს 25 კგ. ცოცხალ წონას და კვებეთ გამოზრდის ბოლო ეტაპამდე.
- ღორს საკვები მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სასმელი სუფთა წყალი
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები (მათ შორის, სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, მცენარეული ექსტრაქტი.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 14.4 – 15 % |
| ნედლი უჯრედანა | 4.6 % |
| ნედლი ცხიმი | 2.5 % |
| ენერგია | 2970 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4 % |
| კალციუმი | 0.4 % |
| ნატრიუმი | 0.18 % |
| ფოსფორი | 0.5 % |
| ლიზინი | 1 % |
| მეთიონინი | 0.3 % |
| ვიტამინი A | 7200 სე/კგ |
| ვიტამინი D | 1440 სე/კგ |
| ვიტამინი E | 18 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.