რა არის სოფლის (ჭრელი) ქათმის გროუერი?
მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) წარმოადგენს გრანულს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს მოზარდი ქათმის (ვარიის) მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ ზრდა-განვითარებას და წონამატს მოცემულ პერიოდში. მოზარდი ქათმის (გროუერი) მზა საკვები განკუთვნილია როგორც მეკვერცხული, ასევე მეხორცული მიმართულების სოფლის ქათმის ვარიებისთვის. პროდუქტი გათვლილია მე-6 კვირიდან კვერცხდების დაწყებამდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
მოზარდი ქათმის საკვები გამოიყენება სიცოცხლის მე-6 კვირიდან – კვერცხდების დაწყებამდე, ამ პერიოდში ვარია მოიხმარს 7-5-7.9 კგ. მოზარდი ქათმის საკვებს და აღწევს 1.9-2.2 კგ ცოცხალ წონამდე.
მოზარდი ქათმის საკვებით ვარია გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ ვარიას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.
საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის განმავლობაში.
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
სოფლის (ჭრელი) ქათმის სახორცედ გამოზრდა
| ასაკი და საკვების ფაზა | საკვების მიწოდება | პერიოდის განმავლობაში მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) | პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
| ქათმის მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული მზა საკვები)* | შეუზღუდავად (ნებაზე) | 1-1.1 კგ. | 650-700 გრამი |
| მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) მე-6 კვირიდან – სუქების დამთავრებამდე (გრანულირებული) | სახორცედ გამოზრდა 10 კვირის ასაკამდე (შეუზღუდავად კვება ნებაზე) | 5-5.5 კგ. | 1.9-2.2 კგ |
*(უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 0 დღიდან – 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს წიწილას დატეხილი გრანული)
სოფლის (ჭრელი) ქათმის მეკვერცხულად გამოზრდა:
| ასაკი და საკვების ფაზა | საკვების მიწოდება | პერიოდის განმავლობაში მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) | პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
| ქათმის მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული)* | შეუზღუდავად(ნებაზე) | 1-1.1 კგ | 650-700 გრამი |
| მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) მე-6 კვირიდან – კვერცხდების დაწყებამდე (გრანულირებული)** | მეკვერცხულად გამოზრდა 20 კვირის ასაკამდე შეზღუდულად კვება (ცხრილი #1-ის მიხედვით) | 7.5-7.9 კგ. | 1.9-2.2 კგ. |
*საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის განმავლობაში
**სოფლის ქათმის მეკვერცხულად გამოზრდის შემთხვევაში, ფრინველის სწორი ზრდა-განვითარებისთვის დაიცავით განათების სწორი რეჟიმი, კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.
საორიენტაციო ცხრილი #1
დღიური საკვების მოხმარება მე-6 კვირიდან – მე-20 კვირამდე (კვერცხდების დაწყებამდე) (1 ფრთა/გრამი დღეში)
| ასაკი/კვირა | საკვები (გრამი/დღეში) | ფრინველის ცოცხალი წონა (კგ) |
| მე-6 | 45 | 0.7-1.1 |
| მე-7 | 47 | |
| მე-8 | 51 | 1.1-1.6 |
| მე-9 | 57 | |
| მე-10 | 60 | |
| მე-11 | 67 | |
| მე-12 | 70 | |
| მე-13 | 75 | 1.6-1.9 |
| მე-14 | 77 | |
| მე-15 | 80 | |
| მე-16 | 85 | |
| მე-17 | 90 | 1.9-2.2 |
| მე-18 | 95 | |
| მე-19 | 100 |
შემადგენლობა:
მარცვლეული,მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან),გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი,მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, კოქციდიოსტატი, საღებავები.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 17.5-18.5% |
| ნედლი უჯრედანა | 3.5 % |
| ნედლი ცხიმი | 3.4 % |
| ენერგია | 2985 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 4.5 % |
| კალციუმი | 0.9 % |
| ნატრიუმი | 0.15 % |
| ფოსფორი | 0.5 % |
| ლიზინი | 1.1 % |
| მეთიონინი | 0.45 % |
| ვიტამინი A | 9600 სე/კგ |
| ვიტამინი D | 2800 სე/კგ |
| ვიტამინი E | 23 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 თვის განმავლობაში.