[mwai_chatbot id="default"]

სოფლის (ჭრელი) წიწილას პრესტარტერი

შეფუთვა: 25 კგ.
შენახვის ვადა: პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 თვის განმავლობაში.
მზა დატეხილი გრანული 0-7 დღის წიწილებისთვის

‘’წიწილას პრესტარტერი’’ წარმოადგენს მზა დატეხილ გრანულს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს წიწილას მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებასა და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში.

იგი არის მზა საკვები როგორც მეკვერცხული, ასევე, მეხორცული მიმართულების სოფლის (ჭრელი) ქათმის წიწილებისთვის. გათვლილია 0-7 დღემდე ასაკის წიწილებისთვის

პრესტარტერის ფაზის საკვებით წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.

სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.

სოფლის (ჭრელი) ქათმის გამოზრდის სარეკომენდაციო ტექნოლოგია:

საკვების ფაზა და ასაკისაკვების მიწოდებაპერიოდის განმავლობაში მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე)პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა
წიწილას პრესტარტერი 0-7 დღე (დატეხილი გრანული)*შეუზღუდავად (ნებაზე)80-90 გრამი80-90 გრამი
წიწილას მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული)**შეუზღუდავად (ნებაზე)1-1.1 კგ650-700 გრამი
მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) 6 კვირიდან-კვერცხდების დაწყებამდე (გრანულირებული)შეუზღუდავად7.5-7.9 კგ1.9-2.2 კგ

*უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 0 დღიდან – 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს წიწილას დატეხილი გრანული პრესტარტერი

** საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის განმავლობაში.

საორიენტაციო ცხრილი #1

დღიური საკვების მოხმარება (1 ფრთა/გრამი დღეში)

ასაკი/კვირასაკვები (გრამი/დღეში)
1-ლი12
მე-228
მე-333
მე-440

ხარისხობრივი მახასიათებლები:

ნედლი ცილა20.3-21%
ნედლი უჯრედანა3.5 %
ნედლი ცხიმი3.3 %
ენერგია2915 კკალ/კგ
ნედლი ნაცარი5.1 %
კალციუმი0.9 %
ნატრიუმი0.17 %
ფოსფორი0.5 %
ლიზინი1.3 %
მეთიონინი0.42 %
ვიტამინი A11000 სე/კგ
ვიტამინი D3208 სე/კგ
ვიტამინი E25 სე/კგ

კვების ინსტრუქცია – სოფლის ჭრელი ქათმის სტარტი და გროუერი

გამარჯობა, მკითხე რაც გინდა
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.