რა არის სოფლის (ჭრელი) წიწილის სტარტი?
წიწილის მზა საკვები (სტარტი) წარმოადგენს მზა გრანულირებულ საკვებს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში.
იგი განკუთვნილია როგორც მეკვერცხული, ასევე მეხორცული მიმართულების სოფლის ქათმის წიწილებისთვის. გათვლილია 0-5 კვირის ასაკის წიწილებისთვის
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
საკვები გამოიყენება ქათმის სიცოცხლის 0 დღიდან – 5 კვირის ასაკის ჩათვლით, ამ პერიოდში წიწილა და ვარია მოიხმარს 1-1.1 კგ. „წიწილის მზა (სტარტი)“ საკვებს და აღწევს 650-700 გრამ ცოცხალ წონამდე.
„წიწილის მზა (სტარტი)’’ საკვებით წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.
სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
სოფლის (ჭრელი) ქათმის გამოზრდის სარეკომენდაციო ტექნოლოგია:
| ასაკი და საკვების ფაზა | საკვების მიწოდება | პერიოდის განმავლობაში მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე) | პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა |
| ქათმის მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული)* | შეუზღუდავად (ნებაზე) | 1-1.1 კგ | 650-700 გრამი |
| მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) 6 კვირიდან – კვერცხდების დაწყებამდე (გრანულირებული) | სახორცედ გამოზრდა (კვება შეუზღუდავად) მეკვერცხულად გამოზრდა (შეზღუდულად კვება) | 5-5.5 კგ 7.5-7.9 კგ | 1.9-2.2 კგ |
(უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია 0 დღიდან – 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს წიწილის დატეხილი გრანული პრესტარტერი)
*საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის განმავლობაში.
საორიენტაციო ცხრილი #1
დღიური საკვების მოხმარება (1 ფრთა/გრამი დღეში)
| ასაკი/კვირა | საკვები (გრამი/დღეში) |
| 1-ლი | 12 |
| მე-2 | 28 |
| მე-3 | 33 |
| მე-4 | 40 |
| მე-5 | 43 |
შემადგენლობა:
მარცვლეული, მცენარეული წარმოშობის დერივატები(მათ შორის სოიას შროტი – დამზადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიასგან), გადამუშავებული ცხოველური ცილა, ამინომჟავები და მათი მარილები, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, მჟავიანობის რეგულატორი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, კოკციდიოსტატი, საღებავები.
ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 20-21% |
| ნედლი უჯრედანა | 3.5 % |
| ნედლი ცხიმი | 3.2 % |
| ენერგია | 2950 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 5.2 % |
| კალციუმი | 0.9 % |
| ნატრიუმი | 0.17 % |
| ფოსფორი | 0.5 % |
| ლიზინი | 1.2 % |
| მეთიონინი | 0.5 % |
| ვიტამინი A | 11000 სე/კგ |
| ვიტამინი D | 3208 სე/კგ |
| ვიტამინი E | 25 სე/კგ |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 თვის განმავლობაში.