[mwai_chatbot id="default"]

სოფლის (ჭრელი) წიწილის სტარტი

შეფუთვა: 5 კგ.
შენახვის ვადა: პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 თვის განმავლობაში.
მზა გრანულირებული საკვები წიწილისა და ვარიისთვის

წიწილის მზა საკვები (სტარტი) წარმოადგენს მზა გრანულირებულ საკვებს, რომლის ფორმაც ხელს უწყობს წიწილისა და ვარიის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში.

წიწილის მზა (სტარტი) საკვებით’’ წიწილა გამოკვებეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ წიწილას მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალთან.

სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.

სოფლის (ჭრელი) ქათმის გამოზრდის სარეკომენდაციო ტექნოლოგია

ასაკი და საკვების ფაზასაკვების მიწოდებაპერიოდის განმავლობაში მოხმარებული საკვები (1 ფრთაზე)პერიოდის ბოლოს საშუალო ცოცხალი წონა
‘’ქათმის მზა საკვები (სტარტი) 0-5 კვირა (გრანულირებული)*შეუზღუდავად (ნებაზე)1-1.1 კგ.650-700 გრამი
მოზარდი ქათმის მზა საკვები (გროუერი) 6 კვირიდან – კვერცხდების დაწყებამდე (გრანულირებული)სახორცედ გამოზრდა (კვება შეუზღუდავად)   მეკვერცხულად გამოზრდა (შეუზღუდავად კვება)5-5.5 კგ.   7.5-7.9 კგ.1.9-2.2 კგ

(უკეთესი შედეგის მისაღწევად სასურველია, 0 დღიდან – 7 დღის ასაკამდე წიწილამ მოიხმაროს წიწილის დატეხილი გრანული პრესტარტერი)

*საკვები შეცვალეთ ეტაპობრივად, ორი ფაზის საკვები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით 4-5 დღის განმავლობაში

საორიენტაციო ცხრილი #1

ასაკი/კვირასაკვები (გრამი/დღეში)
1-ლი12
მე-228
მე-333
მე-440
მე-543

ხარისხობრივი მახასიათებლები:

ნედლი ცილა20-21%
ნედლი უჯრედანა3.5 %
ნედლი ცხიმი3.2 %
ენერგია2950 კკალ/კგ
ნედლი ნაცარი5.2 %
კალციუმი0.9 %
ნატრიუმი0.17 %
ფოსფორი0.5 %
ლიზინი1.2 %
მეთიონინი0.5 %
ვიტამინი A11000 სე/კგ
ვიტამინი D3208 სე/კგ
ვიტამინი E25 სე/კგ
გამარჯობა, მკითხე რაც გინდა
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.