რა არის ზარდე გროუერ-ფინიში?
“ზარდე გროუერ-ფინიში” არის ღორის მზა გრანულირებული საკვები , რომლის ფორმაც ხელს უწყობს ღორის მიერ საკვების ადვილად მოხმარებას, მაქსიმალურ საწყის ზრდა-განვითარებას და დღიურ წონამატს მოცემულ პერიოდში. იგი გათვლილია ღორისთვის 25 კგ – დან გამოზრდის ბოლომდე
საკვების გამოყენების წესი და კვების რეკომენდაციები:
დაიწყეთ ‘’ზარდე გროუერ-ფინიშით’’ კვება, როდესაც ბურვაკი მიაღწევს 25 კგ ცოცხალ წონას და გამოკვებეთ გამოზრდის ბოლო ეტაპამდე.
‘’ზარდე გროუერ-ფინიშის’’ ფაზის საკვების გამოყენება უმჯობესია, დაიწყოთ ‘’ზარდე სტარტის’’ ფაზის საკვების შემდეგ, მაღალი დღიური წონამატისა და უმჯობესი ზრდა-განვითარებისთვის.
სამი დღის განმავლობაში ‘’ზარდე სტარტის’’ ფაზის საკვებში გადაურიეთ ‘’ზარდე გროუერ-ფინიში’’ ახალ საკვებთან უმჯობესი შეჩვევისთვის.
‘’ზარდე გროუერ-ფინიში’’ გოჭს მიეცით შეუზღუდავად, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ღორს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი
შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის დერივატები, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, ვიტამინ-მინერალური დანამატი, დიკალციუმ ფოსფატი, ამინომჟავები და მათი მარილები, მიკოტოქსინების შემბოჭველი, მცენარეული ექსტრაქტი.
პროდუქტის ხარისხობრივი მახასიათებლები:
| ნედლი ცილა | 12.6 % |
| ნედლი უჯრედანა | 5 % |
| ნედლი ცხიმი | 2.7 % |
| ენერგია | 2861 კკალ/კგ |
| ნედლი ნაცარი | 3.7 % |
| კალციუმი | 0.35 % |
| ნატრიუმი | 0.16 % |
| ფოსფორი | 0.48 % |
| ლიზინი | 0.8 % |
| მეთიონინი | 0.2 % |
შენახვის პირობები:
პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ, ასევე, მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 5 თვის განმავლობაში.