22-24 ოქტომბერს ნუტრიმაქსმა პარტნიორ კომპანია Savory-სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აგრო გამოფენაში – KazAgro 2025.
გამოფენა ორიენტირებულია აგრო ინდუსტრიის სექტორის მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.
ნუტრიმაქსის წარმომადგენლებმა გამოფენაზე ვიზიტორებს წარუდგინეს ფერმერული მიმართულებების ცხოველებისა და აკვაკულტურის საკვები პროდუქტები, ასევე გაიმართა შეხვედრები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან.