ნუტრიმაქსმა Enterprise Georgia-ს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აგრო-გამოფენაში VIV MEA 2025.
გამოფენა აბუ-დაბიში გაიმართა და აერთიანებს ცხოველთა საკვებისა და აკვაკულტურის მიმართულებების წამყვან კომპანიებს. გამოფენაზე ნუტრიმაქსის წარმომადგენლება ვიზიტორებს გაუზიარეს ინფორმაცია კომპანიის მიერ წარმოებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, საკვები გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა უამრავი შეხვედრა არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ნუტრიმაქსის პოზიციებს უცხოურ ბაზრებზე. მონაწილეობა VIV MEA 2025-ში მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიისთვის, როგორც ქართული წარმოების, ხარისხის და ინოვაციების წარმომაჩენად საერთაშორისო მასშტაბით.